შრომითი ბინადრობის ნებართვა საქართველოში რუსეთის 4 964 მოქალაქემ მოითხოვა, 1 530 უკვე დაკმაყოფილდა
შრომითი ბინადრობის ნებართვა საქართველოში 4 964 რუსეთის მოქალაქემ მოითხოვა, 1 530 უკვე დაკმაყოფილდა. ასეთია იუსტიციის სამინისტროს მიერ პარლამენტის წევრის თინა ბოკუჩავას სადეპუტატო კითხვის პასუხად გაგზავნილ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 11 ნოემბრამდე პერიოდში საქართველოში ბინადრობის ნებართვა რუსეთის ჯამში, 15 506 მოქალაქემ მოითხოვა. აქედან, 4 964 პირმა ითხოვა შრომითი ბინადრობის ნებართვა, საიდანაც 1 530 დაკმაყოფილდა, 2 881 - პირის თხოვნა არ დაკმაყოფილდა, ხოლო სხვა მოთხოვნების განხილვის სხვადასხვა ეტაპზეა.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში რუსეთის 233 მოქალაქემ მოითხოვა საინვესტიციო ბინადრობა, საიდანაც 168 უკვე დაკმაყოფილდა. რუსეთის 86-მა მოქალაქემ კი მოითხოვა სპეციალური ბინადრობის ნებართვა, მათგან 73 პირის განაცხადა დაკმაყოფილდა, 11- განუხილველად დარჩა, 2 კი არ დაკმაყოფილდა.

წყარო: BPN

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები