მსოფლიოს 10 ქვეყანა, სადაც იპოთეკური სესხები ყველაზე ძვირი/იაფია - რომელ ადგილზეა რეიტინგში საქართველო
მსოფლიოს მასშტაბით, იპოთეკური სესხი ყველაზე იაფი იაპონიაშია, ყველაზე ძვირი კი არგენტინაში. ამის შესახებ NUMBEO-ს მონაცემებში ვკითხულობთ. რეიტინგის მიხედვით, ძვირი იპოთეკური სესხებით, 99 ქვეყანას შორის, საქართველო მე-19 ადგილს იკავებს, სადაც საპროცენტო განაკვეთი საშუალოდ, 11,89% -ს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ რეიტინგი შედგენილია კლებადობის მიხედვით, შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში იპოთეკური სესხები მსოფლიოს ბევრ ქვეყანასთან შედარებით ერთ-ერთი ყველაზე ძვირია. ძვირია მათ შორის მეზობელ აზერბაიჯანთან და რუსეთთან შედარებით, თურქეთსა და სომხეთთან შედარებით კი, მცირედით იაფი. კერძოდ, თურქეთში იპოთეკურ სესხებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთი 23,47%-ს შეადგენს, სომხეთში - 13,25%-ს, რუსეთში - 10,87%-ს, აზერბაიჯანში კი 9,13%-ს.

Top-10 ქვეყანა, სადაც იპოთეკური სესხები ყველაზე იაფია:
  • იაპონია - 1,74%
  • ტაივანი - 1,78%
  • ლუქსემბურგი - 2,16%
  • შვეიცარია - 2,34%
  • ფინეთი - 2,70%
  • ესპანეთი - 3,03%
  • საფრანგეთი - 3,05%
  • სლოვენია - 3,05%
  • ავსტრია - 3,20%
  • ბელგია - 3,27%
Top-10 ქვეყანა, სადაც იპოთეკური სესხები ყველაზე ძვირია:
  • არგენტინა - 53,21%
  • ვენესუელა - 25,51%
  • თურქეთი - 23,47%
  • ირანი - 22,10%
  • უზბეკეთი - 21,37%
  • ბელარუსი - 18,56%
  • ნიგერია - 18,06%
  • შრი-ლანკა - 16,93%
  • უკრაინა - 16,34%
  • ლიბია - 16,25%

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები