სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, 2021 წლის
მდგომარეობით,
პროფესიულად აქტიური ექიმების უმეტესობა - 58% თბილისში მუშაობდა.
ამასთანავე, აუდიტის მიხედვით, 100 000 მოსახლეზე თბილისში ფიქსირდება
828 ექთანი, რაც მოსახლეობის იმავე რაოდენობაზე გაანგარიშებით თითქმის
სამჯერ ნაკლებია გურიაში, ორჯერ ნაკლებია ქვემო ქართლში,
სამეგრელო-ზემო სვანეთსა და კახეთში, ასევე შიდა ქართლში,
სამცხე-ჯავახეთსა და მცხეთა-მთიანეთში.
„მიუხედავად სტრატეგიით განსაზღვრული საბაკალავრო
განათლების პრიორიტეტულობისა, ყოველწლიურად მცირდება იმ ექთნების
რაოდენობა, რომელთაც 2018-2021 წლებში დაასრულეს სწავლა უმაღლეს
სასწავლებელში (61 კურსდამთავრებული) მაშინ, როცა პროფესიულ
საგანმანათლებლო დაწესებულებებში საექთნო პროგრამების მიმართულების
როგორც ჩარიცხულთა, ისე კურსდამთავრებულთა რაოდენობა სტაბილურად
მაღალია“, - აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.
გარდა ამისა, 2021 წელს აქტიური ექთნების 15.2% საპენსიო ასაკისაა,
ხოლო ამავე პერიოდში ახალი კურსდამთავრებულების მაჩვენებელი
2.6%-ია.