2023 წელს რუსთავში ააიპ რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და
უსაფრთხო გარემოს ცენტრმა
ქალაქში არსებული სალონებისა და ესთეტიკური ცენტრების 80%
შეამოწმა.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ცენტრის
ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ლალი დეკანოსიძემ
განუცხადა.
მისი თქმით, გასულ წელს 152 ობიექტი შემოწმდა, 273 აქტი გამოიწერა.
მათ შორის შერჩევითი შემოწმების
და განმეორებითი შემოწმებისას.
დეკანოსიძის ინფორმაციით, მნიშვნელოვანი დარღვევა არცერთ ობიექტში არ
აღმოუჩენიათ.
დარჩენილი ობიექტების შემოწმებას კი მისი სამსახური ამ თვიდან
განაგრძობს.