ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ,
საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“,
ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის ფიზიკური დათვალიერების
შედეგად, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ვერცხლის
საიუველირო
ნაკეთობები (ჯამში: 4809.55 გრამი) გამოვლინდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების
სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, კანონდამრღვევი მოქალაქე, საქართველოს საბაჟო კოდექსის
168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად დაჯარიმდა.