გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით,
2023 წლის 4 სექტემბრიდან 2023 წლის 4 თებერვლის ჩათვლით, ავტომობილის
გამონაბოლქვზე, ჯამში, 3 533 ფიზიკური და იურიდიული პირი
დააჯარიმეს.
უწყების განცხადებით ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვს
საქართველოს 4 დიდ ქალაქში, თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში
აკონტროლებენ. დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყველაზე მეტი – 1614
ჯარიმა დაწერეს თბილისში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების
მძღოლების/მფლობელების სახელზე.
769 სამართალდარღვევა დაფიქსირდა
ქუთაისში, 646 – ბათუმში, 504 კი – ქალაქ რუსთავში.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 3 533
საჯარიმო ქვითრიდან 3030 ქვითარი ფიზიკური პირის სახელზე დაიწერა, 503
შემთხვევაში კი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა იურიდიული პირები დააჯარიმეს.
აქედან, 2033 საჯარიმო ქვითარი მსუბუქი ავტომობილების მძღოლების
მიმართ არის შედგენილი, 1297 – მიკროავტობუსის, 202 – სატვირთო
ავტომობილის, 1 კი — ავტობუსის მძღოლის სახელზე.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კანონმდებლობით დადგენილ
ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ფიზიკური პირის შემთხვევაში, ჯარიმის
ოდენობა პირველ ჯერზე 100 ლარია, მეორე ჯერზე – 300 ლარი, მესამე
ჯერზე – 600 ლარი.
იურიდიული პირის შემთხვევაში კი, ჯარიმა 500, 1500 და 3000 ლარია.