რუსეთმა ესტონეთის პრემიერმინისტრზე ძებნა გამოაცხადა
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ესტონეთის პრემიერმინისტრი კაია კალასი სისხლის სამართლის დანაშაულის ბრალდებით ძებნილთა სიაში შეიყვანა. ინფორმაციას რუსული სახელმწიფო მედია რუსეთის შსს-ს ძებნილთა ბაზაზე დაყრდნობით ავრცელებს.

"კალასი კაია. იძებნება სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით". - წერია მონაცემთა
ბაზაში, რომელშიც მითითებული არ არის, კონკრეტულად რა მუხლის საფუძველზე გამოცხადდა ესტონეთის პრემიერზე ძებნა.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნილთა სიაში შეიყვანა ესტონეთის სახელმწიფო მდივანი, ტაიმარ პეტერკოპიც.

წყარო: ტაბულა

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« იანვარი 2025 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12