„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი და ერთ-ერთი მფლობელი ნიკა
გვარამია ტელევიზიაში თავის წილსა და თანამდებობას თმობს.
შესაბამისი მოთხოვნა დასარეგისტრირებლად საჯარო რეესტრში 27 თებერვალს
გაიგზავნა.
„მთავარი არხის“ პარტნიორთა კრების ოქმის მიხედვით, ნიკა გვარამია
თავის 12%-იან წილს უსასყიდლოდ გადასცემს თავის ცოლს, სოფო
ლილუაშვილს, კომპანიის გენერალური დირექტორი კი გიორგი გაბუნია
გახდება.
გარდა ამისა, კომპანიას ასევე ეყოლება 2 დირექტორი — გიორგი
ქურდაძე
და მანუჩარ ახალაია. ისინი ამ თანამდებობაზე კომპანიის ყველაზე
მსხვილმა მეწილეებმა — ბაკურ ჯახაიამ და BGIM LTD-მ წარადგინეს.
გარდა ამისა, კომპანიის ორმა მეწილემ, რომლებიც ფლობენ 0.2-0.2%-ს,
თავიანთ წილს გადასცემენ BGIM LTD-ს.
საჯარო რეესტრს ამ საკითხზე წარმოება ჯერ არ დაუსრულებია.
ცნობილია, რომ ნიკა გვარამია უახლოეს დღეებში თავის პოლიტიკურ გუნდს
წარადგენს და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის დაიწყებს
მზადებას.