პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ანაკლიის პორტის
მშენებლობასთან დაკავშირებული სამუშაოები ივნისში დაიწყება.
როგორც პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, პირველ ფაზას დაახლოებით 2
წელი დასჭირდება.
„გეგმა არის უკიდურესად კონკრეტული. მაისში დასრულდება
პროცედურები, რაც ტენდერთან არის დაკავშირებული. ივნისში უკვე
დაიწყება სამუშაოები. დაახლოებით 2 წელი დასჭირდება პირველ ფაზას. რაც
შეეხება პირველ გემს და ასე შემდეგ, ჩვენთვის მთავარია, რომ პირველი
ფაზა 2 წელიწადში წარმატებით დასრულდეს. ამაზე არის მთლიანად
კონცენტრირებული ჩვენი მუშაობა“, - განაცხადა
კობახიძემ.