ავლაბარში სახლის ჩამონგრევის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა
14:37 / 20.03.2024
ავლაბარში სახლის ჩამონგრევის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა. შემთხვევა დღეს, 20 მარტს, მოხდა.
როგორც ნეტგაზეთს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მაშველებმა ნანგრევებიდან 1 ადამიანი გამოიყვანეს, რომელიც კონტაქტური იყო.
წყარო:
ნეტგაზეთი