გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2-3 აპრილს ქვეყნის
ტერიტორიის
უმეტეს ნაწილზე შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი.
სინოპტიკოსების პროგნოზით, შავი ზღვის სანაპირო რაიონებსა და კოლხეთის
დაბლობზე ჰაერის ტემპერატურამ, შესაძლოა, +24, +29 გრადუსამდე
მოიმატოს. მათივე ცნობით, 4 აპრილს ზოგან ხანმოკლე წვიმა ელჭექით და
ძლიერი ქარია მოსალოდნელი.
„თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსამდე მოიმატებს. 4 აპრილს იქროლებს
ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) 2-3 აპრილს
თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით
+27, +29 გრადუსამდე მოიმატებს. 4 აპრილს დილის საათებში ხანმოკლე
წვიმა ელჭექით და ძლიერი ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურაც
დაიკლებს.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი,
მარტვილი, ოზურგეთი) 2-3 აპრილს თბილი და უნალექო ამინდი იქნება.
ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება. 4 აპრილს
დილის საათებში ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ზოგან ძლიერი ქარია
მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურაც დაიკლებს.
დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი,
შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო) 2-3 აპრილს თბილი და უნალექო ამინდი
იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსამდე მოიმატებს. 4
აპრილს დილის საათებში ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ზოგან ძლიერი ქარია
მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურაც დაიკლებს.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო) 2-3
აპრილს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით
+22, +24 გრადუსამდე მოიმატებს. 4 აპრილს დილის საათებში ხანმოკლე
წვიმა ელჭექით და ზოგან ძლიერი ქარია მოსალოდნელი. ჰაერის
ტემპერატურაც დაიკლებს.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) 2-3
აპრილს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით
+24, +26 გრადუსამდე მოიმატებს. 4 აპრილს, სითბოს ფონზე, ზოგან
ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ძლიერი ქარია მოსალოდნელი.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი,
ახმეტა, დედოფლისწყარო) 2-3 აპრილს თბილი და უნალექო ამინდი იქნება.
ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსამდე მოიმატებს. 4 აპრილს,
სითბოს ფონზე, ზოგან ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ძლიერი ქარია
მოსალოდნელი.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი,
თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო) 2-3 აპრილს თბილი და უნალექო
ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსამდე
მოიმატებს. 4 აპრილს, სითბოს ფონზე, ზოგან ხანმოკლე წვიმა ელჭექით და
ძლიერი ქარია მოსალოდნელი.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა,
ბაკურიანი, გუდაური, ომალო) 2-3 აპრილს თბილი და უნალექო ამინდი
იქნება. 4 აპრილს, სითბოს ფონზე, ზოგან ხანმოკლე წვიმა ელჭექით და
ძლიერი ქარია მოსალოდნელი“,- აღნიშნულია გარემოს
ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.