საქართველოში 2024 წლის იანვარ-თებერვალში ვაშლის იმპორტი წლიურად
105%-ით გაიზარდა.
გასული წლის პირველ ორ თვეში საქართველომ 193 ათასი დოლარის 463 ტონა
ვაშლი იყიდა, ხოლო მიმდინარე წლის იმავე პერიოდში - 396 ათასი დოლარის
835 ტონა.
საანგარიშო პერიოდში საქართველოს 1 კგ. ვაშლის საიმპორტო ფასი 12%-ით
გაუძვირდა, თუ გასულ წელს 1 კგ-ის ფასი 0.42 დოლარი იყო, მიმდინარე
წელს 0.47 დოლარამდე
გაიზარდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ყველაზე ძვირი,
1.87 დოლარი, ნიდერლანდებიდან გვიჯდება, ხოლო ყველაზე იაფი, 0.42
დოლარი - ირანიდან.
ვაშლის იმპორტიორი ქვეყნები 2024 წლის იანავრ-თებერვალში იყო:
- თურქეთი - 140 ათასი დოლარის
- უკრაინა - 95 ათასი დოლარის
- ირანი - 83 ათასი დოლარის
- სომხეთი - 46 ათასი დოლარის
- რუსეთი - 13 ათასი დოლარის
- აზერბაიჯანი - 10 ათასი დოლარის
- ნიდერლანდები - 9 ათასი დოლარის
რაც შეეხება ადგილობრივ ექსპორტს, ქართული წარმოების ვაშლის ექსპორტი
68%-ით შემცირა. მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში ექსპორტირებულია 571
ათასი დოლარის 831 ტონა ვაშლი, ხოლო გასული წლის იმავე პერიოდში 1,763
მლნ დოლარის 2,765 ტონა.
რაც შეეხება საექსპორტო ფასს, 2024 წლის იანვარ-თებერვალში 7.8%-ით
გაძვირდა. გასულ წელს 1 კგ ქართული წარმოების ვაშლის ექსპორტი 0.64
დოლარი გვიჯდებოდა, ხოლო მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში 0.69
დოლარი.
ქართული ვაშლი ექსპორტზე გავიდა შემდეგ ქვეყნებში:
- რუსეთი - 567 ათასი დოლარის 822 ტონა
- სომხეთი - 3 790 დოლარის 8 ტონა