პაველ ჰერჩინსკი კითხვაზე: რამდენად შეიძლება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ პროექტი ევროკავშირისკენ გზაზე დაბრკოლება გახდეს - ის შეუთავსებელია ევროპულ ნორმებთან და რთული იქნება, გააკეთოს პოზიტიური შეფასება კანონის მიღების შემთხვევაში
ეს კანონპროექტი შეუთავსებელია ევროპულ ნორმებთან და ევროპულ ღირებულებებთან და განსაკუთრებით არსებულ კონტექსტში ძალიან რთული იქნება ევროკომისიისთვის, რომ გააკეთოს პოზიტიური შეფასება ამ კანონის მიღების შემთხვევაში,- ასე უპასუხა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინკიმ კითხვას, შეიძლება თუ არა რომ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ გახდეს დაბრკოლება ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.

ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ გამოინახება გზა გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მარგინალიზების, გვერდზე
გაწევისა და სტიგმატიზების გარეშე.

„მე მესმის, რომ ეს მხოლოდ შეთავაზებაა, რომ ჯერ კიდევ უნდა იყოს დისკუსია, რომელიც რამდენიმე კვირის და შესაძლოა, რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდეს. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ გზა გამოინახება გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, რაც არის აბსოლუტურად ლეგიტიმური, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მარგინალიზების, გვერდზე გაწევისა და სტიგმატიზების გარეშე, რომლებიც ასრულებენ ძალიან მნიშვნელოვან როლს ნებისმიერ დემოკრატიაში, მათ შორის, საქართველოში, რომელიც ადგას ევროპისკენ მიმავალ გზას“,
- განაცხადა ჰერჩინსკიმ.


„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები