NATO-ს პრესსპიკერი: კანონის მიღებაზე გადაწყვეტილება ნაბიჯია არასწორი მიმართულებით
NATO-ს პრესსპიკერი რუსული კანონის მესამე მოსმენით მიღებას ეხმაურება და ამას არასწორი მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს. ის მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შეცვალოს კურსი და პატივი სცემს მშვიდობიან პროტესტს.
„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება „უცხოური აგენტების” კანონპროექტის მიღების შესახებ არის ნაბიჯი არასწორი მიმართულებით და საქართველოს აშორებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისგან. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, რომ შეცვალოს კურსი და პატივი სცეს მშვიდობიანი პროტესტის უფლებას”,
– აღნიშნულია NATO-ს პრესსპიკერის, ფარა დახლალას განცხადებაში.

რუსული კანონი პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა.

ნახეთ ვინ დაუჭირა რუსულ კანონს მხარი – სია.
წყარო: პუბლიკა

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები