ლანდსბერგისი: თბილისში ვიზიტის შემდეგ ბევრი მაქვს გასაანალიზებელი
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი საქართველოში ვიზიტის შესახებ X-ზე წერს და აღნიშნავს, რომ საქართველოში ყოფნის შემდეგ, ბევრი რამ აქვს გასაანალიზებელი.

„მოუსმენს ევროკავშირი ქართველ ხალხს და აირჩევს იმედს? თუ უარვყოფთ ჩვენს ევროპულ ღირებულებებს და კომპრომისზე წავალთ? თბილისში ვიზიტის შემდეგ ბევრი მაქვს გასაანალიზებელი.

ე.წ. გამჭვირვალობის კანონი არ ეხება გამჭვირვალობას. დიდი ალბათობით, მისი მიზანია, გამოყოს არასამთავრობო ორგანიზაციები,
რომლებიც პოლიტიკური პროცესის მიმართ კრიტიკულები არიან და აიძულოს დამორჩილება. ძირითადად ვისზეც არის მიმართული, დაფინანსებულები არიან ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ.

ანტიდემოკრატიული სულისკვეთების დაწერილი კანონის გამოსწორება შესაძლებლობებს სცდება. ბევრს სჯერა, რომ ნებისმიერი გადაწერა იქნება უბრალოდ დაფარვა და სინამდვილეში მთავრობას კიდევ შეუნარჩუნდება მექანიზმები, რომ არასამთავრობოების ფუნქციონირების შესაძლებლობა შეზღუდოს

ამოქმედების შემთხვევაში, კანონი, დიდი ალბათობით, გაფართოვდება, როგორც ეს რუსეთში ვნახეთ. კანონის არსებობის შემდეგ, მარტივია მისი მშვიდად შესწორება”,
– წერს ის.
წყარო: პუბლიკა

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები