თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ახალი აეროპორტის აშენება ვაზიანის სამხედრო ბაზის ფუნქციონირებას ხელს არ შეუშლის
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ვაზიანში ახალი აეროპორტის მშენებლობა ვაზიანის სამხედრო ბაზის ფუნქციონირებას გამოწვევებს არ შეუქმნის.

როგორც უწყებამ „ინტერპრესნიუსის“ მიერ გაგზავნილი კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, შესწავლის შედეგად, არ გამოკვეთილა ვაზიანის ტერიტორიაზე სასწავლო პოლიგონის ფუნქციონირების, მათ შორის, საერთაშორისო სწავლებების ხელისშემშლელი გარემოება.

უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული საკითხი შესაბამისი კომპეტენტური ჯგუფების მონაწილეობით, შიდაუწყებრივ დონეზე იქნა შესწავლილი.

„საქართველოს თავდაცვის სამინისტრო პირველი დღიდან ჩართულია
ვაზიანის ტერიტორიაზე ახალი აეროპორტის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებულ განხილვებში. შესაბამისი კომპეტენტური ჯგუფების მონაწილეობით, საკითხი შესწავლილ იქნა შიდაუწყებრივ დონეზე, რის შედეგადაც არ გამოკვეთილა ვაზიანის ტერიტორიაზე სასწავლო პოლიგონის ფუნქციონირების, მათ შორის, საერთაშორისო სწავლებების ხელისშემშლელი გარემოება.

აქვე აღსანიშნავია, რომ ვაზიანის ტერიტორიაზე ახალი სამოქალაქო აეროპორტის მშენებლობის საკითხი განხილულ იქნა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე, თავდაცვის სამინისტროს მონაწილეობით,“
- ნათქვამია უწყების განცხადებაში.


„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები