საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით, სავალუტო აუქციონზე
გასაყიდად 60 მილიონი აშშ დოლარი გამოიტანეს, საიდანაც 48 700 000 აშშ
დოლარი გაიყიდა.
ეროვნული ბანკის თქმით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7829
შეადგინა.
ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო აუქციონზე აღნიშნული თანხის გაყიდვამდე
Bloomberg-ის სისტემაში 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.81 ლარი იყო,
კომერციულ ბანკებში კი („თიბისი“ და „საქართველო“) 1 აშშ დოლარის
შეძენა 2.88 ლარად იყო შესაძლებელი.
სავალუტო აუქციონზე 48.7 მილიონი აშშ დოლარის გაყიდვის შემდეგ,
Bloomberg-ის სისტემაში 14:15 საათის მონაცემებით, 1 აშშ დოლარის ფასი
2.79 ლარია, კომერციულ ბანკებში კი („თიბისი“ და „საქართველო“) 1 აშშ
დოლარს 2.86
ლარად შეიძენთ.
„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის
მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან
გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ
კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა
ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა
"აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით
შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის
შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია
ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას
საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ
ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე
და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე,
როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და
საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის
პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.