ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში საქართველოსა და თურქეთის (1:3)
მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ Sky Sports-თან ინტერვიუში საკუთარი
მომავლის შესახებ ისაუბრა.
"კვარას" თქმით, ჯერჯერობით მხოლოდ საქართველოს ნაკრებზე ფიქრობს და
საკლუბო კარიერის შესახებ გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებს.
"ჩემი მომავალი? ამაზე საერთოდ არ ვფიქრობ, ახლა მხოლოდ
საქართველოს ნაკრებზე ვფიქრობ. არ მინდა ზოგიერთ საკითხთან
დაკავშირებით დამატებითი კომენტარი გავაკეთო", -
განაცხადა კვარაცხელიამ.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ფეხბურთელის მამამ, ბადრი
კვარაცხელიამ და საფეხბურთო აგენტმა მამუკა ჯუღელმა განაცხადეს, რომ
"ნაპოლისა" და მოთამაშეს შორის ყველაფერი ევრო 2024-ის შემდეგ
გადაწყდება.
წყარო: sportall.ge
„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის
მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან
გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ
კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა
ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა
"აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით
შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის
შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია
ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას
საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ
ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე
და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე,
როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და
საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის
პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.