საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა თურქეთთან
მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩი
შეაფასა.
ამბობს, რომ გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა.
„ჩემი გუნდით და ნაჩვენები თამაშით ვამაყობ. ბედნიერი
ვარ, რა ფეხბურთიც ვითამაშეთ”, – თქვა მან.
ნაკრების მთავარი მწვრთნელი ამბობს, რომ მოსაგებად გუნდს გამოცდილება
დააკლდა, თუმცა იმედი აქვს, რომ შემდეგ შეხვედრებს საქართველო მოგებით
დაასრულებს, ამ მარცხს კი გამოცდილებისთვის გამოიყენებენ.
სანიოლის თქმით, გუნდი შაბათს ჩეხეთთან მატჩისთვის ემზადება.
„შეუძლებელია, წაგებით კმაყოფილი და გახარებული ვიყო,
მაგრამ ჩვენ დღეს არაერთი საგოლე მომენტი შევქმენით, ძალიან კარგი
მატჩი ჩავატარეთ და ჩემი გუნდით და ნაჩვენები თამაშით ვამაყობ.
ბედნიერი ვარ, რა ფეხბურთიც ვითამაშეთ. ევროპის ჩემპიონატზე თამაში
დიდი გამოცდილებაა და განვითარებაში ეს მატჩები აუცილებლად
დაგვეხმარება. ტურნირს ყველა ჩვენგანმა სხვა თვალით უნდა შევხედოთ –
ესაა საქართველოსთვის ჯილდო, რომელიც მას განვითარებაში
დაეხმარება.
ჯგუფიდან გასვლაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, მთავარია, კარგი მატჩები
ჩავატაროთ. დარწმუნებული ვარ, შაბათსაც ასეთსავე ფეხბურთს ვაჩვენებთ.
რაც შეეხება მიქაუტაძეს, მან ისტორიული გოლი გაიტანა და მისი
წარმატება მიხარია. მოსაგებად ალბათ მაინც გამოცდილება დაგვაკლდა.
მჯერა, რომ საქართველო მსგავს შეხვედრას მომავალში აღარ წააგებს, ჩვენ
ეს მარცხი გამოცდილებისთვის უნდა გამოვიყენოთ. ფეხბურთელებზე მხოლოდ
დადებითად შემიძლია ვილაპარაკო. ახლა უკვე შაბათს ჩეხეთთან გასამართ
მატჩზე ვფიქრობთ”, – ამბობს ვილი სანიოლი.
„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის
მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან
გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ
კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა
ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა
"აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით
შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის
შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია
ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას
საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ
ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე
და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე,
როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და
საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის
პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.