კომიტეტმა საარჩევნო კოდექსზე ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილეს პრეზიდენტის მოტვირებული შენიშვნები საარჩევნო კოდექსში შესულ ცვლილებებზე.

კანონპროექტი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ წარმოადგინა.

კენჭისყრაზე დეპუტატებმა არ გაითვალისწინეს მოტივირებული შენიშვნები, შესაბამისად, მხარი დაუჭირეს ვეტოს დაძლევას. საკითხი საბოლოოდ პლენარულ სხდომაზე გადაწყდება.

პრეზიდენტმა ვეტო დაადო საარჩევნო კოდექსში 30 მაისს შესულ ცვლილებებს, რომლის მიხედვით შეიცვალა ცესკოში მაღალი კვორუმით (2/3) გადაწყვეტილებების მიღების წესი და ახალი ცვლილებით, თუ ცესკომ გადაწყვეტილება არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერით ვერ მიიღო, ცესკოს იმავე სხდომაზე კენჭი ხელახლა ეყრება და გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება,
თუ მას მხარს ცესკოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა დაუჭერს.

პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში აღნიშნული იყო, რომ კოდექსში შესული ცვლილებები შეამცირებს ცესკოს გადაწყვეტილების ლეგიტიმაციას, გააუარესებს ოპოზიციის ჩართულობის ხარისხს და არ უზრუნველყოფს პროცესში კონსესუსს.
წყარო: პუბლიკა

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები