მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირმა საქართველოს
თავდაცვის ძალების დახმარება შეაჩერა, შალვა პაპუაშვილმა განცხადება
გაავრცელა, სადაც ევროკავშირის ერთ-ერთ მისიაში ქართველი სამხედროების
გადამწყვეტი როლი გაიხსენა.
პარლამენტის თავმჯდომარე ხაზს უსვამს, რომ ცენტრალური აფრიკის
რესპუბლიკაში სამხედრო მისია ჩაშლისგან სწორედ „ქართული ოცნების“
ხელისუფლების გადაწყვეტილებამ იხსნა.
„უნდა გვახსოვდეს, რომ როდესაც 2014 წელს ევროკავშირი
თავის წევრ ქვეყნებში ვერ პოულობდა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში
სამხედრო მისიისთვის (EUFOR RCA) მონაწილეობის მსურველებს,
საქართველომ (“ქართული ოცნების” ხელისუფლების გადაწყვეტილებით) 150
ჯარისკაცის გაგზავნით, ევროკავშირის ეს მისია ჩაშლას გადაარჩინა.
ჩვენ, ამ ურთულეს ოპერაციაში, ევროკავშირის არაწევრი ერთადერთი
ქვეყანა ვიყავით, სამხედრო კონტინგენტით კი მეორე ქვეყანა საფრანგეთის
შემდეგ“, – წერს პაპუაშვილი Facbook-ზე.