ღამით რუსეთი უკრაინას შაჰედის ტიპის 20 უპილოტო საფრენი აპარატით დაესხა თავს, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 14 მათგანის ჩამოგდება მოახერხა
ღამით რუსეთი უკრაინას შაჰედის ტიპის 20 უპილოტო საფრენი აპარატით დაესხა თავს, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 14 მათგანის ჩამოგდება მოახერხა.

რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა ოდესის რეგიონის საპორტო ინფრასტრუქტურაზე. შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. ოდესის
რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის თქმით, დაღუპულია დაცვის თანამშრომელი და სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, დაშავებული კი მეზღვაურია.

კიპერი ასევე აცხადებს, რომ ოდესის რეგიონში დაზიანებულია სამოქალაქო გემი.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები