გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14 ივლისამდე საქართველოს
ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით,
ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით
+35, +37 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია,
ფოთი): თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი,
სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): ზოგან გაწვიმდება.
ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი,
ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი):
ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა
დღისით +31, +33 გრადუსი იქნება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია,
ბახმარო): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.
ჰაერის ტემპერატურა +27, +29 გრადუსი იქნება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი,
ცხინვალი): ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.
ჰაერის ტემპერატურა დღისით +35, +37 გრადუსი იქნება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი,
ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან მოსალოდნელია
ხანმოკლე წვიმა ელჭექით. შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
ჰაერის ტემპერატურა დღისით +35, +37 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი,
დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე
წვიმა ელჭექით. შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი,
წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან მოსალოდნელია
ხანმოკლე წვიმა ელჭექით. შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი იქნება.