კობახიძე აშშ-ის და ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე: სამწუხაროა
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის თქმით, აშშ-ისა და ევროკავშირის გადაწყვეტილება თავდაცვის სფეროში თანხების გამოყოფის შეჩერების თაობაზე „სამწუხაროა”.

ამის შესახებ კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ეს გადაწყვეტილება არ პასუხობს ჩვენს მოლოდინს ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით”, – თქვა მან.

„მინდა, გამოვეხმაურო აშშ-ისა და ევროკავშირის გადაწყვეტილებას თავდაცვის სფეროში თანხების გამოყოფის შეჩერების თაობაზე. ეს გადაწყვეტილება არის სამწუხარო, რამდენადაც ის არ პასუხობს ჩვენს მოლოდინს ურთიერთობის გადატვირთვასთან დაკავშირებით. გასული
4 წლის პოლიტიკური მოვლენების ფონზე ამ ურთიერთობებს ნამდვილად სჭირდება გადატვირთვა. ამისთვის ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი სახელმწიფო თავიდან ბოლომდე მზადაა და ვართ შემხვედრი ნაბიჯების მოლოდინში…

ასეთი გადაწყვეტილებები არის კონტრპროდუქტიული ურთიერთობების გადატვირთვის თვალსაზრისით, თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ მომავალში გადაიდგმება პრაგმატული, რაციონალური, სწორი, სამართლიანი ნაბიჯები და სწორედ ასეთი ნაბიჯები შეუწყობს ხელს ურთიერთობების გადატვირთვას აშშ-სა და საქართველოს შორის. ჩვენ ვართ ამისათვის თავიდან ბოლომდე მზად”,
– განაცხადა კობახიძემ.

EU-მა საქართველოს თავდაცვის სფეროსთვის გამოყოფილი 30 მილიონი ევროს დახმარება გაყინა. ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ უთხრა ჟურნალისტებს.

ასევე, აშშ-მ უარი თქვა, შეაჩეროს გაურკვეველი ვადით „ღირსეული პარტნიორის” წვრთნები საქართველოში. ინფორმაცია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა 5 ივლისს გაავრცელა.

წყარო: პუბლიკა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები