რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციის მიერ ნაცემი ამერიკელი
იურისტი ტედ ჯონასი სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა.
გადაწყვეტილება დღეს, 24 ივლისს თბილისის
საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა გამოაცხადა.
ტედ ჯონასი სამართალდამრღვევად ცნეს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე
მუხლებით (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა).