„მთავარი არხის" ცნობით, მათ ჟურნალისტს, ლადო მენაბდეს და ოპერატორს თავს დაესხნენ
„მთავარი არხის” ინფორმაციით, სოფელ სუფსაში მათ ჟურნალისტს, ლადო მენაბდეს და ოპერატორს თავს დაესხნენ. ტელევიზიაში აღნიშნავენ, რომ დაზარალებულები ამ წუთებში გამოკითხვაზე იმყოფებიან.

“ოცნების” ტიტუშკები სოფელ სუფსაში “მთავარი არხის” გურიის ბიუროს ჟურნალისტს, ლადო მენაბდეს და ოპერატორს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ჟურნალისტი ოპერატორთან ერთად ლანჩხუთის სოფელ სუფსაში გადაღებაზე იმყოფებოდა, რა დროსაც ტიტუშკებმა ჩვენს გადამღებ ჯგუფს ფიზიკური და სიტყვიერი
შეურაცხყოფა მიაყენეს – ლადო მენაბდე ამ წუთებში პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება”,
– ნათქვამია „მთავარი არხის” განცხადებაში.


ცნობისთვის, „მთავარი არხის” ჟურნალისტი ლადო მენაბდე, 26 მაისს ოზურგეთში, სამხედრო ტექნიკის გამოფენაზე კონტრ-სნაიპერული შაშხანით გადაღებული ფოტოს დადების გამო, გამოკითხვაზე მეორე დღე დაიბარეს. მისი ინფორმაციით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმეც.
წყარო: პუბლიკა

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« იანვარი 2025 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12