ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია.
მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს
პირველი ოქროს მედალი მოუტანა.
ბექაურმა იაპონელი სანშირო მურაო ძირითადი დროის დასრულებამდე 4 წამით
ადრე ვაზარით 2:1 დაამარცხა.
შეგახსენებთ, ამ დრომდე, საქართველოს ერთი მედალი ჰქონდა. საქართველოს
ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მსოფლიოს სამგზის
ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა მოუტანა.
ცნობისთვის, ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის
10 სახეობაში (ბატუტზე ხტომა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა,
თავისუფალი სტილით ჭიდაობა, კრივი, მძლეოსნობა, ტყვიის სროლა,
ფარიკაობა, ცურვა, ძალოსნობა, ძიუდო) 28 სპორტსმენი ასპარეზობს.