რუსებისთვის უძრავი ქონების შესაძენად პოპულარულ ქვეყნებში საქართველო მეორე ადგილზეა
რუსული მედია საერთაშორისო საბროკერო კომპანია Tranio-ზე დაყრდნობით წერს, რომ რუსებისთვის საზღვარგარეთ უძრავი ქონების შესაძენად ყველაზე პოპულარულ ქვეყნებში საქართველო მეორე ადგილზეა. იმავე სიაში პირველ ადგილს ტაილანდი იკავებს, მესამეს კი არაბთა გაერთიანებული საამიროები.

აღნიშნულ სტატისტიკაში გასულ წელს საქართველო მეექვსე ადგილზე იყო, თუმცა თურქეთში უძრავ ქონებაზე მოთხოვნის შემცირების შემდეგ, მეორე ადგილზე გადაინაცვლა.

ათეულშია ასევე საფრანგეთი, თურქეთი, ესპანეთი, კვიპროსი, ინდონეზია და ჩეხეთი.

ექსპერტები საქართველოთი დაინტერესებას შესვლის დაბალი ზღვრით ($35 ათასი), ასევე ზოგიერთი რუსის აქ გადმოსახლებით ხსნიან.

საინტერესოა ისიც, რომ თუ 2023 წელს რუსების თითქმის 30% განიხილავდა უცხოეთში უძრავი ქონების შეძენას ბინადრობის ნებართვის ან მოქალაქეობის მისაღებად, 2024 წელს ეს წილი 18.9%-მდე შემცირდა.

წყარო: ტაბულა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« სექტემბერი 2024 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456