ბათუმში გვიან ღამით სროლა იყო, დაჭრილია სამი ადამიანი
ბათუმში გუშინ, გვიან ღამით სროლა იყო, დაჭრილია სამი ადამიანი.

როგორც „პუბლიკას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი,
117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

„ფორმულა” მომხდარზე წერს, რომ შემთხვევა რესტორან ვარციხის მარანთან მოხდა და არსებული ინფორმაციით, სამივე დაჭრილი რესტორნის თანამშრომელია.
წყარო: პუბლიკა

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები