გამოცემა The Washington Post ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩევლის მიერ
მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს,
რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკის ოლქში 100 კვადრატულ
კილომეტრს აკონტროლებს.
გარდა ამისა, სტატიაში წერია, რომ უკრაინელებმა რამდენიმე ასეული რუსი
ჯარისკაცი დაატყვევეს.
ასევე მრჩევლის მტკიცებით, უკრაინელი სამხედროები გაზის სადგურ სუჯას
აკონტროლებენ. ინფორმაციას ასევე Z-ბლოგერებიც ადასტურებენ.
WP-ს დასკვნით, რომელიც რუსი ოფიციალური პირებისა და სამხედრო
კორესპოდენტების განცხადებებს
ეფუძნება, კურსკში ამჟამად ელიტური
სამხედრო შენაერთების რამდენიმე ათასი ჯარისკაცია.
"ეს ოპერაცია ზელენსკის რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის
საჭირო ბერკეტს მისცემს". – ამბობს პრეზიდენტის
მრჩეველი გამოცემასთან ინტერვიუში.