მთავარი არხი: სენაკის ბაზაზე ტანკის აალების შედეგად ჯარისკაცი დაშავდა
„მთავარი არხის“ ინფორმაციით, სენაკის სამხედრო ბაზაზე ტანკის აალების შედეგად 45 წლის სამხედრო მოსამსახურე დაშავდა.

ტელეკომპანიის ცნობით, შემთხვევა 4 დღის წინ, წვრთნებისას მოხდა.

სამხედრო მოსამსახურის დაშავების შესახებ განცხადება 8 აგვისტოს გაავრცელა თავდაცვის სამინისტრომ. უწყების ცნობით, კაპრალი ზურაბ ფისენკო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავდა და მან სხეულის დამწვრობა მიიღო.

სამინისტროს ცნობით, სამხედრო მოსამსახურეს ადგილზევე გაეწია შესაბამისი სამედიცინო
დახმარება, რის შემდეგაც, მოხდა მისი გადაყვანა თურქეთის ერთ-ერთი მაღალი სტანდარტების სპეციალიზებულ კლინიკაში.

„კაპრალ ფისენკოს უტარდება ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია“,
– აცხადებს თავდაცვის სამინისტრო.

უწყების განცხადებით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მიერ გამოძიება დაიწყო. თუმცა თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული რის შედეგად მიიღო დამწვრობა სამხედრო მოსამსახურემ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები