შხელდაზე მყოფ მთამსვლელს ეძებენ — შსს
მწვერვალ შხელდაზე ერთ მთამსვლელს, სავარაუდოდ, მეხის დაეცა. სამი მთამსვლელი მესტიის მუნიციპალიტეტში უვნებლად გადაიყვანეს.

ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, სვანეთში, მწვერვალ შხელდაზე მყოფი სამი მთამსვლელი უვნებლად, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით მესტიაში გადმოიყვანეს“,
— ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სწორედ ამ მთამსვლელების ინფორმაციაა, რომ კიდევ ერთ პირს, სავარაუდოდ, მეხი დაეცა და ამის შემდეგ მოითხოვეს მაშველების დახმარება.

სამაშველო-სამძებრო სამუშაოები გრძელდება შხელდაზე მყოფი ერთი პირის საპოვნელად.

შხელდა მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონზე მდებარეობს, იალბუზის სამხრეთ-აღმოსავლეთით. აქვს ხუთი მწვერვალი: აღმოსავლეთის – 4322მ, ცენტრალური – 4310მ, დასავლეთის მე-3 – 4280, დასავლეთის მე-2 – 4300მ, დასავლეთის – 4129მ. მის ჩრდილოეთ ფერდობზე დაშვებულია მყინვარი შხელდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები