ISET-ის უახლესი კვლევის თანახმად, საქართველოში ადამიანი საშუალოდ 7
წლით ნაკლებს ცოცხლობს, ვიდრე ევროკავშირში.
Worldometers-ის ცნობით, მიმდინარე წლის მონაცემებით, საქართველოში
სიცოცხლის საშუალო მაჩვენებელი 74 წელია. აქედან ქალების სიცოცხლის
საშუალო მაჩვენებელი 79.2 წელია, ხოლო მამაკაცების - 69.7 წელი. ამ
მონაცემებით 200 ქვეყანას შორის 101-ე პოზიციაზე იმყოფება.
ევროპაში, სიცოცხლის ხანგრძლივობით ესპანეთი ლიდერობს, სადაც
ადამიანები საშუალოდ 84 წელი ცოცხლობენ,
მას მოჰყვება იტალია 83.7
წლით და მალტა 83.6 წლით.
რაც შეეხება საქართველოს მეზობელი ქვეყნების მაჩვენებელს, თურქეთი
70-ე ადგილს იკავებს, სადაც სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 77,8
წელია. აზერბაიჯანი 103-ე ადგილზეა 74,5 წლით, რუსეთი 111-ზე - 73,3
წლით, ხოლო სომხეთი რიგით 88-ე ადგილზე, სიცოცხლის საშუალო ასაკით
75,8 წელი.