შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,
ერთობლივად გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისა და
ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა, ტარების ბრალდებით 1986
წელს დაბადებული ძებნილი, წარსულში ნასამართლევი ნ.მ. დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათი ცნობით, ბრალდებულმა ნ.მ.-მ მიმდინარე წლის ივლისში,
ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით
ერთ-ერთი კომპანიის კურიერს თ.ს.-ს
ორივე ფეხის არეში სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებები მიაყენა და
შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
„თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, ნ.მ.-ს
აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად პატიმრობა შეეფარდა. მის მიერ
ჩადენილი დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
ბრალდებული გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში“,
- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.