დღეს, 14 აგვისტოს, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში
საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე, უცხოურ საფრთხეებსა და ქვეყნის
სტრატეგიული უპირატესობის თემაზე შეხვედრა გაიმართა.
ლექცია რონდელის ფონდის წარმომადგენლებმა კახა გოგოლაშვილმა და ზურაბ
ბათიაშვილმა წარადგინეს.
შეხვედრაზე ორგანიზაციის წარმომადგენლები ახალგაზრდებს ევროკავშირისა
და მისი ღირებულებებს შესახებ ესაუბრნენ. რადიო „მარნეულთან“
საუბრისას ზურაბ ბათიაშვილი აცხადებს, რომ ისინი არასამთავრობო
ორგანიზაციებისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მთელი
საქართველოს მასშტაბით ატარებენ.
"რეგიონებში მივდივართ და ახალგაზრდებთან, არასამთავრობო
ორგანიზაციებთან შევხედრებს ვატარებთ. საქართველოს და მის გარშემო
მომხდარ ამბებზე ვსაუბრობთ. მათ აზრს, კითხვებს ვუსმენთ. საქართველოს
უსაფრთხოების წინაშე მდგარ პრობლემებზე, რუსეთის პროპაგანდაზე,
რუსეთის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ვსაუბრიბთ. ვცდილობთ, რომ
ახალგაზრდებს საქმის შინაარსი ავუხსნათ, რეალობა ვაჩვენოთ, ასევე
ვასწავლით თუ როგორ უნდა ებრძოლონ რუსეთის მიერ გავრცელებულ
დეზინფორმაციას“ - აცხადებს რონდელი ფონდის მკვლევარე
ზურაბ ბათიაშვილი
მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ შეხვედრაში
მონაწილეობას ახალგაზრდები და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები
იღებდნენ.
რადიო „მარნეული“