მარნეულში საცობის მიზეზი და გამოსავალი - გამოკითხვა
ტრანსპორტით მოსარგებლეებისთვის ყოველდღიური პრობლემა საცობებია. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, მათ შორისერთ-ერთი წყალარინების პროექტის ფარგლებში გადათხრილი გზებია, რამაც ფაქტობრივად, პარალიზებული გახადა ჟორდანიას ქუჩა. საცობები გაჩნდა ცენტრალურ, რუსთაველის ქუჩაზეც.

რა არის საცობის შექმნის მიზეზები? პრობლემის მოსაგვარებლად რა უნდა გააკეთონ მძღოლებმა და ქვეითებმა? - ამ და სხვა საკითხებზე ქუჩის გამოკითხვა ჩავატარეთ. რესპონდენტების უმეტესობა აცხადებს, გამოსავალს ავტობუსისი ხოლის დახაზვაში და
რამდენიმე ქუჩაზე ცალმხრივი მოძრაობის გაკეთებაში ხედავს.

"საცობების მიზეზი ისაა რომ ყოველ სახლში 5 მანქანაა. ხალხი გვეუბნება ცუდად ვცხოვრობთო. მაგრამ ყველა კარგად ვაჭრობს. გზებიც ცოტაა. ორი გზაა რომელიც იყენებენ. მოსახლეობამ ამით რა გააკეთოს. გზების რაოდენობა უნდა მოიმატოს. რა ვიცი, ყველა "კრესლოზე" გარბის. "კრესლო" ბოლომდე არავის არ რჩება"

" ყველგან გადათხარეს გზა, ყველგან საცობია. რა შეიძლება იყოს გამოსავალი? უფროსების ბრალია. იმ დღეს ორი მანქანა გვერდი-გვერდ მოვედით. სარკე გამიფუჭა. შემოსავალი დიდი არაფერი არ მაქვს. 70 ლარი გადავიხადე სარკე ვიყიდე. სხვა რა გითხრათ"

მარნეულის მუნიციპალიტეტში 6 ქუჩაზე არსებობს უკონტაქტო საგზაო ნიშნები.რუსთაველი, გუდიაშვილი , 26 მაისი, კოსტავა, ჩოლოღაშვილი და აღმაშენებლის ქუჩაზე 30 ადგილას არის განთავსებული გაჩერების ამკრძალავი ნიშნები.

მარნეულის მუნიციპალიტეტში 6 ქუჩაზე უკონტაქტო პატრულირების საგზაო მოძრაობის ნიშნები განათავსეს.

რუსთაველის, გუდიაშვილის, 26 მაისის, კოსტავას, ჩოლოყაშვილისა და აღმაშნებლის ქუჩების 30 ადგილზეა გაჩერების ამკრძალავი ნიშანი დამონტაჟებული. უკონტაქტო პატრულირება არის საგზაო მოძრაობის რეგულირების ერთ-ერთი საშუალება, რომლის დროსაც მძღოლის გაჩერების გარეშე ხდება დარღვევის დაფიქსირება და დაჯარიმება. აპრობირებულია ბევრ ქვეყანაში და ემსახურება საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის პრევენციას.


{{AUDIO}}


Bizi Teleqramda izləyin! Yeni xəbərlər anında kanalda! Linkə daxil olub abunə olun!
Bizi WhatsAppda izləyin! Yeni xəbərlər anında kanalda! Linkə daxil olub abunə olun!
Digər maraqlı xəbərlər "Marneuli" radiosunun Facebook səhifəsində.
Bizi "Telegram"da izləyin.
Şahidi olduğunuz hadisələri çəkib bizə göndərin! +995557994415

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google