გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, 2023 წლის 4
სექტემბრიდან 2024 წლის 3 სექტემბრის ჩათვლით ავტოსატრანსპორტო
საშუალებების
გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის 7 193 ფიზიკური და
იურიდიული პირი დაჯარიმდა - მონაცემები ოთხი დიდი ქალაქის, თბილისის,
რუსთავის, ქუთაისისა და ბათუმის, სტატისტიკას ასახავს.
"ყველაზე მეტი - 3 453 დარღვევა დაფიქსირდა თბილისში, 1
403 - ქუთაისში, 1 233 - ბათუმში, 1 104 - ქალაქ რუსთავში.
დაჯარიმებული 7 193 სამართალდამრღვევიდან, 6 267 ფიზიკური პირია, ხოლო
926 - იურიდიული პირი.
4463 საჯარიმო ქვითარი მსუბუქი ავტომობილების მძღოლების მიმართ არის
შედგენილი, 2434 - მიკროავტუბისის, 287 - სატვირთო ავტომობილის, 9 -
ავტობუსის". - წერია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის
დეპარტამენტის განცხადებაში.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კანონმდებლობით დადგენილ
ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ფიზიკური პირის შემთხვევაში, ჯარიმის
ოდენობა პირველ ჯერზე 100 ლარია, მეორე ჯერზე - 300 ლარი, მესამე
ჯერზე - 600 ლარი. იურიდიული პირის შემთხვევაში კი, ჯარიმა 500, 1500
და 3000 ლარია. ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში,
სამართალდამრღვევს ჯარიმის ოდენობა 20%-ით შეუმცირდება.