შსს: პირადი ცხოვრების ხელყოფის, სექსუალური ხასიათის დანაშაულის და გამოძალვისთვის 1 კაცი დავაკავეთ
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ისანი-სამგორის რაიონის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, სექსუალური ხასიათის დანაშაულის და გამოძალვისთვის 2006 წელს დაბადებული კაცი დააკავეს.

დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყებს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული არასრულწლოვან ა.ს.-ს სოციალური ქსელის მეშვეობით მისთვის პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალის გადაგზავნას სთხოვდა, რომლითაც შემდგომ მას აშანტაჟებდა და სხვადასხვა
ოდენობის თანხას სძალავდა.

შსს-ის თანახმად, გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა ძალადობის მუქარით ა.ს. მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება განახორციელა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 181-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

წყარო: პუბლიკა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123