„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ცნობით, მათი ახალგაზრდული ფრთის
წარმომადგენლებს
გვიან ღამით რამდენიმე პირმა სააგიტაციო მასალის გავრცელების დროს
სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ხელისშეშლა სცადა.
როგორც გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული, ახალგაზრდული ფრთის
წევრი, ამირან ნატრიაშვილი აღნიშნავს, რომ მათ თავს წინასწარ
ორგანიზებული ჯგუფი დაესხა.
„ჩვენ დავურეკეთ ჩვენს მეგობრებს და როდესაც მოვიდნენ
ჩვენი მეგობრები, ეს ადამიანები ისევ დაბრუნდნენ უკან. ამის შემდგომ
მოგვაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, რომ რა მაისურები გაცვიათ, ვის
უჭერთ მხარს.
რა თქმა უნდა, ეს ადამიანები იყვნენ „ოცნების” ზონდერები,
ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც პირდაპირ მობილიზებული იყო იმისთვის, რომ
ჩვენს მიმართ განეხორციელებინა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და
ძალადობა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.