საპატრიარქოს სახელმწიფოსგან მიწის 3 ნაკვეთი გადაეცემა
საპატრიარქო სახელმწიფოსგან მიწის სამ ნაკვეთს მიიღებს, ჯამში 222 063 კვადრატული მეტრს. მათგან ორს პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 ლარად, ერთს კი უსასყიდლო უზრუნველყოფის უფლებით, 99 წლის ვადით.

შესაბამისი განკარგულებები პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძე 13 სექტემბერს გამოსცა.

საპატრიარქოსთვის გადაცემულ მიწის ნაკვეთთაგან ერთი გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყელქცეულში მდებარეობს. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ფართობი 215 389 კვადრატული მეტრია. ქონების ეროვნული სააგენტო,
პრემიერ-მინისტრის ბრძანების შესაბამისად, მიწის ნაკვეთს საპატრიარქოს 99-წლიანი სარგებლობის უფლებით, უსასყიდლოდ გადასცემს.

1 ლარად იყიდა საპატრიარქომ სახელმწიფოსგან მიწის ნაკვეთები მცხეთასა და თბილისში.

დედაქალაქში, საბურთალოს რაიონში, ლეო და ნოდარ გაბუნიების #41ა-ში მდებარე 1004 კვადრატული მეტრის ფართობის მიწის ნაკვეთთან ერთად საპატრიარქო ტერიტორიაზე არსებულ სამ შენობასაც მიიღებს. ეს ტერიტორია არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისაა.

ამავე დანიშულებისაა მცხეთაში არსებული ტერიტორიაც. თუმცა, მას მიზნობრივი დანიშულება დაახლოებით 1 თვის წინ, ქონების ეროვნული სააგენტოს მოთხოვნით შეეცვალა. იქამდე, სოფელ კევლიანში მდებარე, 5670 კვადრატული მეტრის ფართობის მიწის ნაკვეთი სასოფლო-სამეურნეო დანიშულების იყო. ცვლილების შემდეგ ტერიტორია საპატრიარქოს არასასოფლი-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთის სტატუსით გადაეცემა.

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ამ განკარგულებების შესრულებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება დაავალა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123