თბილისში 685 034 ავტომანქანაა რეგისტრირებული - 5 ყველაზე გავრცელებული საავტომობილო ბრენდი საქართველოში
საქართველოში, მიმდინარე წლის მონაცემებით, ჯამში, 1 729 081 ავტომანქანაა რეგისტრირებული, რაც გასულ წელთან შედარებით, 48 645-ით მეტია.

ამის შესახებ ინფორმაცია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებშია აღნიშნული.

საქსტატის ინფორმაციით, ქვეყანაში მოძრავი ავტომობილების ტიპები ასე ნაწილდება: სედანი 572 602; ჰეტჩბეკი 326 471; მაღალი გამავლობის 274 974; სატვირთო 135 468; უნივერსალი 104 973; სპეციალიზებული 101 446; ფურგონი 73 260; ვენი 59 811; კომბი (ჰეტჩბეკი) 24 392; ავტობუსი 23 495; კუპე 20 268; დანარჩენი - 11 921.

ქვეყნის მასშტაბით, ავტომობილების მარკების ტოპ ათეული კი ასე გამოიყურება: MERCEDES-BENZ (215 447); TOYOTA (187 022); FORD (165 974); VAZ (153 579); OPEL (146 876); BMW (81 236); VOLKSWAGEN (74 066); NISSAN (69
592); HONDA (67 465); MITSUBISHI (55 157).

რაც შეეხება დედაქალაქს - სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, თბილისში, მიმდინარე წლის მონაცემებით, 685 034 ავტომანქანაა რეგისტრირებული, რაც გასულ წელთან შედარებით, 62 860-ით მეტია.

ცნობისთვის, საქართველოში, გასულ 2023 წელს, 1 680 436 ავტომანქანა იყო რეგისტრირებული, მათგან მხოლოდ დედაქალაქში 622 174.

წყარო: BPN

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123