კახა კალაძე ევროპულ ბანკებს აღარ ენდობა — მან შვეიცარიული Julius Baer-დან $4.2 მლნ გამოიტანა
თბილისი მერმა, კახა კალაძემ, რომელიც ფულს შვეიცარიულ ბანკ Julius Baer ინახავდა, ახალ დეკლარაციაში ჩაწერა, რომ თანხა ბანკიდან გამოიტანა და 4 მილიონ 200 ათასი დოლარი კერძო ხელშეკრულებებით გაასესხა.

ტვ პირველის ჟურნალისტის კითხვაზე — ხომ არ უკავშირდება ეს მის შესაძლო სანქცირებას, კალაძე აცხადებს, რომ დღევანდელ მსოფლიოში არანაირი სამართლიანობა არ არსებობს. არ ენდობა ევროპულ ბანკებს და მაგალითად ბიძინა ივანიშვილი
მოჰყავს, რომელიც, მისი მტკიცებით, "გაძარცვეს".

"არ ინერვიულოთ ჩემზე, მე არ ვნერვიულობ და თქვენ ნუ ინერვიულებთ. თქვენ შეგითანხმოთ ჩემი თანხების განკარგვა? რეალობა სახეზეა — ადამიანი დე ფაქტო სანქცირებულია. ყველანაირი სასამართლო მოიგო, უბრალოდ თანხებს არ უბრუნებენ. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. სამწუხაროდ, დღევანდელ მსოფლიოში არანაირი სამართლიანობა არ არის. ვიღაცას დაასანქცირებენ-არ დაასანქცირებენ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. არ ინერვიულოთ ჩემს ფინანსებსა და თანხებზე, დიდი თხოვნა მაქვს.

ევროპულ ბანკში რატომ უნდა შევინახო? ჯერ ნახეთ ივანიშვილთან რა დამოკიდებულება აქვთ, ადამიანი გაძარცვეს, რატომ უნდა ვენდო?! რა თქმა უნდა, არ ვენდობი",
— განაცხადა კალაძემ.
წყარო: On

Print ელ. ფოსტა
თეგები: კახა კალაძე
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123