კობახიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საარჩევნო პროგრამის წარდგენა გადაიდო - "ქართული ოცნება"
"ქართული ოცნების" განცხადებით, მათი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო რამდენიმე დღით გადაიდო საარჩევნო პროგრამის წარდგენა, რომელიც პირველ ოქტომბერს უნდა გამართულიყო. ამის შესახებ ინფორმაციას მმართველი პარტია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროგრამის პრეზენტაცია მომავალი კვირის დასაწყისში გაიმართება, დაზუსტებულ თარიღს კი პარტიის პრესსამსახური გაავრცელებს.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები
განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.

საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიების ბლოკებად გაერთიანება აკრძალულია, ერთადერთი გზა არჩევნებში მათი ერთად მონაწილეობისთვის არის საერთო საარჩევნო სიის შექმნა. საარჩევნო სიაში შეიძლება აღმოჩნდეს მხოლოდ არჩევნებში მონაწილე პარტიის წევრი ანდა უპარტიო პოლიტიკოსი.

წყარო: radiotavisupleba.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123