თელ-ავივში მომხდარი ტერაქტის შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა
ისრაელის ქალაქ თელ-ავივში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა. ინფორმაციას ტაბულას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უდასტურებენ.

"საელჩოში შემოვიდა ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ, მიმდინარეობს ოფიციალური არხებით გადამოწმება. ამ ეტაპზე მხოლოდ საქართველოს ერთი მოქალაქის გარდაცვალების შესახებ შეგვიძლია ინფორმაციის დადასტურება. ადგილზე არის კონსული. გარდაიცვალა კლინიკაში" - ეუბნებიან ტაბულას საქართველოს საგარეო უწყებაში.

1-ელ ოქტომბერს, საღამოს საათებში თელ-ავივში 2-მა შეიარაღებულმა ტერორისტმა მშვიდობიან მოქალაქეებს ცეცხლი
გაუხსნა. არსებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად, 8 ადამიანი დაიღუპა, დაიჭრა, სულ მცირე, 7 ადამიანი. დაშავებულთაგან 2-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

მედიაში ვრცელდება შემთხვევის ამსახველი მასალა, რომელშიც ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული მამაკაცი რკინიგზის სადგურზე მყოფ ადამიანს ესვრის.

წყარო: ტაბულა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123