„კოალიციამ ცვლილებებისთვის“, რომელიც „ახალს“, „დროას“ და „გირჩი –
მეტი თავისუფლებისთვის“ აერთიანებს, რუსთავში პირველი ყრილობა
გამართა.
მხარდამჭერებს კოალიციის ლიდერებმა – ნიკა გვარამიამ, ელენე
ხოშტარიამ, ნიკა მელიამ და ზურაბ ჯაფარიძემ – მიმართეს. მათ ისაუბრეს
არჩევნებში „ქართული
ოცნების“ დამარცხების საჭიროებაზე და სხვა
საკითხებზე. ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ კოალიცია ერთპარტიულ
მმართველობას არ დაუშვებს.
გარდა ამისა, ყრილობაზე კოალიციამ კიდევ ერთხელ წარადგინა
საპარლამენტო სიის პირველი ოცეული.