დიაბეტი ტიპი 1-ის მქონე ბენეფიციარების მშობლები ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას აანონსებენ
დღეს, 2 ოქტომბერს 15 საათზე დიაბეტი ტიპი 1-ის მქონე ბენეფიციარები და მათი მშობლები ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას გამართავენ.

მშობლების ძირითადი მოთხოვნებია:

მოიხსნას ასაკობრივი ბარიერი და სრულად მოხდეს გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგით CGM System- ებით ბენეფიციარების უზრუნველყოფა.
მოხდეს ე.წ. „დიაბეტის პროგრამის“ გაგრძელება ბენეფიციარის 18 წლის შესრულების შემდგომაც.
გასული წლის 13 ივნისს ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის მქონე ბავშვები, გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის განახლებულ სისტემებსა და სენსორებს (CGM) მიიღებდნენ.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, CGM სისტემა არის შაქრიანი დიაბეტის კონტროლის თანამედროვე ტექნოლოგია. სისტემა, ყოველ 5 წუთში ერთხელ, ზომავს გლუკოზის დონეს და მონაცემებს უწყვეტ რეჟიმში ასახავს პაციენტის მობილურ აპლიკაციაში. რეალურ დროში კონტროლის შედეგად, სისტემა აფიქსირებს გლუკოზის მაღალ და დაბალ მაჩვენებლებს, გამოსცემს განგაშის სიგნალს, რაც სწრაფი რეაგირებისა და სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობის თავიდან აცილების შესაძლებლობას იძლევა.

ჯანდაცვის სამინისტროსთან დიაბეტის მქონე ბავშვების მშობლებმა სისხლში გლუკოზის დონის დასადგენი სპეციალური სენსორული აპარატების შეძენის მოთხოვნით აქცია თებერვალში გამართეს.
წყარო: პუბლიკა

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123