ცენზურის კანონს პრეზიდენტმა ვეტო არ დაადო, მაგრამ არც ხელი მოაწერა
სალომე ზურაბიშვილმა ხელი არ მოაწერა ცენზურის დამკანონებელ კანონს. საუბარია “ქართული ოცნების” მიერ ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის მოტივით მიღებულ კანონზე.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ ზურაბიშვილმა არ გამოიყენა ვეტოს შესაძლებლობა. ანუ, კანონი პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით არ დაუბრუნა. ასეთ შემთხვევაში, პროცედურულად, ის უცვლელი სახით დაუბრუნდება პარლამენტს, რის შემდეგაც ხელს თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მოაწერს.

სწორედ შალვა პაპუაშვილის ხელმოწერით
შევა ძალაში ჰომოფობიური და დისკრიმინაციული კანონი, რომელიც აწესებს ცენზურას.

საპარლამენტო უმრავლესობაში ამტკიცებენ, რომ ჰომოფობიური საკანონმდებლო პაკეტის მიზანი ქალისა და კაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვაა. აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი არის “ქართული ოცნების” მიერ ინიციირებული საკონსტიტუციო ცვლილებების გაგრძელება, რომლითაც მმართველი პარტია აცხადებს, რომ „ლგბტ პროპაგანდას“ ებრძვის, რეალურად კი ლგბტ თემს უფლებებს უზღუდავს, ასევე აწესებს ცენზურას. აღნიშნულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე კრიტიკული დასკვნა მოამზადა ვენეციის კომისიამ, რომელიც აღნიშნავს, რომ ცვლილებები გააღვივებს მტრულ დამოკიდებულებას ლგბტ ადამიანების მიმართ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123