განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე იქნება
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების მინისტრად ალექსანდრე წულაძე წარადგინა.

ირაკლი კობახიძის თქმით, წულაძე განათლებით იურისტია, სამართლის დოქტორი. პრემიერის თქმით, ის საქმიანობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და სხვა უნივერსიტეტებში, იყო წარმატებული ადვოკატი კერძო სექტორში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, ხოლო ბოლო პერიოდში განათლების სამინისტროში, მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავა.

„ბატონი ალექსანდრე
არის კვალიფიციური, ერუდირებული, გამოცდილი ადამიანი. პირადად მე და მთლიანად გუნდმა მივიჩნიეთ, რომ ის იქნებოდა წარმატებული მინისტრი“,
— განაცხადა კობახიძემ.

განათლების მინისტრის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გიორგი ამილახვარმა თანამდებობა დატოვა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123