მარნეულში სასკოლო მზაობის ცენტრი პოლონეთის მხარდაჭერით გაიხსნა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულარის საჯარო სკოლაში სასკოლო მზაობის ცენტრი გაიხსნა. მარნეულის მერიის მიერ გავრცელებული ინფომრაციის მიხედვით, სასკოლო მზაობის ცენტრში 21 აღსაზრდელი ისწავლის.

სასკოლო მზაობის ცენტრი მარნეულელი ბავშვებისათვის არის შესაძლებლობა, ერთი წლის განმავლობაში მოემზადონ სკოლაში შესასვლელად. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, სკოლაში შესვლამდე ბავშვს აუცილებლად უნდა ჰქონდეს გავლილი ბაღი ან სასკოლო მზაობის ცენტრი. მარნეულის მასშტაბით სულ 14 საჯარო ბაღი ფუნქციონირებს
და ყოველწლურიად ბევრი ბავშვი საბავშვო ბაღის გარეთ რჩება. სწორედ მათთვის მუნიციპალიტეტში, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით შეიქმნა სასკოლო მზაობის ცენტრები.

მარნეულის მერიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, პირველი ოქტომბრიდან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 8 სასკოლო მზაობის ბილინგვურმა ჯგუფმა დაიწყო ფუნქციონირება. სასკოლო მზაობის ცენტრები ,,ბავშვის განვითარება, უსაფრთხოება და კეთილდღეობა, სკოლამდელი აღზრდის მომსახურების ხარისხის დივერსიფიკაცია და გაუმჯობესება მარნეულის მუნიციპალიტეტში“ პროექტის ფარგლებში ფუნქციონირებს, რომელსაც პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფინანსებს.

ცენტრი საზეიმოდ გახსნა პარლამენტარმა ზაურ დარგალმა, რომელმაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რუსულ კანონს მხარი დაუჭირა. სასკოლო მზაობის ცენტრი ასევე გახსნეს მარნეულის მერმა, საკრებულოს თავმჯდომარემ, პოლონეთის საელჩოსა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, საგანმანათლებლო რესურსცენტრის და ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელებმა.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რუსული კანონი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს, რომელთაც შემოსავლის 20%-ზე მეტიც უცხოეთიდან აქვთ, ავალდებულებს სპეციალურ რეესტრში რეგისტრაციასა და ორგანიზაციის შესახებ ყველა ინფორმაციის, მათ შორის სენსიტიური და პირადი ინფორმაციის, გასაჯაროებას.

კანონით, რომელსაც დარგალმა მხარი დაუჭირა, ის ორგანიზაციები და დონორები, რომლებიც საქართველოს მასშტაბით მსგავს პროექტებს ანხორციელებენ უცხოურ ძალად მოიხსენიება. დარგალმა სწორედ ასეთი „უცხოური ძალის“ მიერ შექმნილი სასკოლო მზაობის ცენტრი გახსნა.

„ქართული ოცნების“ მიერ მიღებული კანონი გახდა ერთ-ერთი წინაპირობა საქართველოს ევროინტეგრაციის შეჩერებისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსათვის გამოყოფილი დახმარების შემცირების.

პარლამენტარი ზაურ დარგალი „ქართულმა ოცნებამ“ მარნეულისა და გარდაბნის დელეგატად დაასახელა და ის პარტიულ სიაში 25-ე ადგილს იკავებს.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123