რომელი პროდუქტები გაიაფდა სექტემბერში ყველაზე მეტად
საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.6% შეადგინა.

ხოლო საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2024 წლის სექტემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.9% იყო, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 0.8%.

სტატისტიკის მიხედვით, სექტემბერში, წინა წლის სექტემბერთან შედარებით, ფასები შემცირებულია სიმინდის ფქვილზე, წიწიბურასა და კარტოფილზე.

უფრო კონკრეტულად, ტოპ-10
გაიაფებული პროდუქტის ჩამონათვალი ასეთია:
  • სიმინდის ფქვილი - 17.7%
  • წიწიბურა - 15%
  • კარტოფილი - 14%
  • ყურძენი - 14%
  • ატამი - 8,1%
  • მარგარინი - 6.3%
  • ბადრიჯანი -6.2%
  • ხახვი - 6.2%
  • იმერული ყველი - 6%
  • პელმენი (ნახევარფაბრიკატი) – 5.5%
წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1